ჩვენს შესახებ

შპს Innovation Energy წარმოადგენს EUROSOLAR Georgia-ს კომერციულ განშტოებას (www.iitech.ge), ევროპის განახლებადი ენერგიის ასოციაციის, EUROSOLAR-ის ქართულ განყოფილებას. ჩვენ ვოპერირებთ გერმანიაში, შვეიცარიაში, საქართველოსა და უზბეკეთში, სადაც აქტიურად ვმუშაობთ განახლებადი ენერგიის გადაწყვეტილებების პოპულარიზაციაზე.

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი კომერციული საქმიანობიდან მიღებული მოგება, საშუალებას გვაძლევს, განვახორციელოთ საგანმანათლებლო პროექტები სკოლებთან და კოლეჯებთან, განვახორციელოთ აპლიკაციური კვლევის პროექტები უნივერსიტეტებთან და ვითანამშრომლოთ მუნიციპალიტეტებთან, საპილოტე პროექტებში, განახლებადი ენერგიის სფეროში. ჩვენი გუნდი შთაგონებას იღებს EUROSOLAR-ის გამორჩეული ლიდერებისგან, მათ შორის, პროფესორი ჰერმან შეერი, პროფესორი ვოლფგანგ პალცი და პროფესორი კლაუს ტისენი, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს მზის და ქარის ინდუსტრიების შექმნაში, მთელ მსოფლიოში, დაარსეს განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IRENA) და მხარს უჭერენ ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას. ვხელმძღვანელობთ რა მათი მემკვიდრეობით, ვაგრძელებთ ამ გზას, რათა ვაჩვენოთ განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების უპირატესობები კომერციულ პროექტებში, ჩვენს ინვესტორებს, პარტნიორებსა და მომხმარებლებს, ევროპისა და აზიის მასშტაბით.

შპს Innovation Energy-ს პროდუქციის პორტფოლიო მოიცავს იმ მზის მოდულების, გარდამქმნელების, სამონტაჟო სტრუქტურების, ქარის ტურბინების და სხვა ელექტრო მოწყობილობების წამყვან მომწოდებლებს, რომლებიც გამოიყენება ჩვენს პროექტებში. ჩვენ ვართ სპეციალიზებულნი 500 კვტ-დან 25 მეგავატამდე სიმძლავრის მზის ელექტროსადგურების მშენებლობაში.